Tuesday, January 17, 2012

ქალავ შეგხსნია გულის საკინძე, ვედრება ჩემი ღმერთმა ისმინა, ლამაზ მკერდიდან ამოგდის მთვარე, დალალებიდან მზემ შემომცინა. შუქად მოსულა არწივთა მხარე, ბედის ვარსკვლავი ბრწყინავს ჩემს წინა. მთის ობოლ ყვავილს წრფელი მაქვს ნება, სიტურფე ჩემი ღმერთმა ინება, ბედის გრძელ მანდილს წამავლებს მხრებზე, დედის თვალები მრჩება იმედად. შენეულ სურვილს როგორ ავყვე და მზე თუ არ იგრძნეს გულის სიმებმა? ქალავ, მზექალავ ოცნებას მალავ, ნატვრად მიიღე ჩემი სურვილი, ყვავილს ყვავილი მოგებნას თმებზე, გულმა ჩემდამი გიგრძნოს წყურვილი. მნათობდეს კვარად, ფუჭად არ წახდეს ჩამქრალ ბაგეთა გულის სურვილი. ნუ ასდევ მოყმევ მხოლოდ სურვილებს, ბედის ამბავი ცაზე სწერია, მთაზე ასული პირჯვარს გადვიწერ, ხატს შეეწიოს სანთლის ფერია, მარად სიკვდილი დასდევს სიცოცხლეს, შეუშრობელი მხოლოდ ცრემლია.