Sunday, July 15, 2012


მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს,
ყველაფერს ლამაზს შენ გადარებდი,
გიკრეფდი ვარდებს და იის კონებს,
მეგონა შენს გულს გავახარებდი.

შავ მერცხალივით შორს გამიფრინდი,
უშენოდ დამრჩა კვლავ სიმარტოვე,
დღეს გადავაგდე კალამი ხრამში,
და პოეზია ცას მივატოვე.

მშვიდობით ჩემო ნაზო ქმნილებავ,
მშვიდბით ჩემო ოცნების თვალო,
მშვიდობით ჩემო ციცინათელავ,
ჩემს ოცნებებში გაზრდილო ქალო.

შენ სიყვარული არა გცოდნია,
და ერთგულება იცი მცირედი,
მე დაგარქმევდი ქალავ ცოდვიანს,
და უფრო მშვიდად დავიძინებდი.

მე შენზე ლექსით ვიტყოდი აუგს,
სიტყვებს ვაქცევდი ხმლებად, ტყვიებად,
რომ წესი იყოს ჩემს ლამაზ მთებში,
უმწეო ქალზე შურისძება.

დღე დღეს მიყვება წყებათა წყება,
როგორც ფოთლები ლამაზ ვერხვების,
სიცოცხლე შენზე ფიქრში გავლიე,
სიკვდილსაც შენზე ფიქრში შევხვდები.