Monday, April 30, 2012
გადავიჩრდილებ ტყეში სადმე მოვნახავ ჩეროს წყაროს წყალს დავლევ პეშვით და კვლავ შენ გახსენებ ჩემო ქარს გავიყოლებ მზიანს ირმებს ავუბნევ გზა-კვალს ხეებს ვუამბობ კარგო და ჩვენს სიყვარულის ამბავს დაქორწინდაო მითხრეს შურთხმა დარეკა ზარი თითქოს ყინულად ვიქეც და გულს დამეყარა დარდი მე შენს ქორწილში მოვალ დაგლოცავ სხვებთან ერთად მაგრამ რა ვუყო თვალებს და ვერ დამალავენ სევდას მოსწყდება თვალებს ცრემლი გულს სიყვარული არა დღეიდან ცალად ვივლი და ეს წლებიც ასე გავა
Wednesday, April 4, 2012
Tuesday, April 3, 2012
არაგვის პირას აგავლებ, მთის მოგატარებ კალთებსა
ჯიხვის ყანწს შევათამაშებ, შენს სადიდებელს დალევსა
მზის ჩასვლას მთიდან იხილავ, სულს გაილაღებ ნამზედა
ჟრჟოლასა გგვრიდეს შეხება, გადაგაწვინო მკლავზედა
ჩანჩქერთან მოგეახლები, შხეფები გცემენ ტანზედა
ყვავილთა კონებს ჩაგიწნავ, გადაიშლება თმაზედა
სულის ლხენად დაგედები, მთვარეს ვასვენებ ბანზედა
შენს სიყვარულად ვიღვრები, ზედ რომ მედები ტანზედა
არაგვის პირას აგავლებ, მთის მოგატარებ კალთებსა, ჯიხვის ყანწს შევათამაშებ, შენს სადიდებელს დალევსა. მზის ჩასვლას მთიდან იხილავ, სულს გაილაღებ ნამზედა, ჟრჟოლასა გგვრიდეს შეხება, გადაგაწვინო მკლავზედა. ჩანჩქერთან მოგეახლები,
შხეფები გცემენ ტანზედა,
ყვავილთა კონებს ჩაგიწნავ,
გადაიშლება თმაზედა.
სულის ლხენად დაგედები,
მთვარეს ვასვენებ ბანზედა,
შენ სიყვარულად ვიღვრები,
ზედ რომ მედები ტანზედა.
Subscribe to:
Posts (Atom)