Tuesday, April 3, 2012

არაგვის პირას აგავლებ, მთის მოგატარებ კალთებსა, ჯიხვის ყანწს შევათამაშებ, შენს სადიდებელს დალევსა. მზის ჩასვლას მთიდან იხილავ, სულს გაილაღებ ნამზედა, ჟრჟოლასა გგვრიდეს შეხება, გადაგაწვინო მკლავზედა. ჩანჩქერთან მოგეახლები,
შხეფები გცემენ ტანზედა,
ყვავილთა კონებს ჩაგიწნავ,
გადაიშლება თმაზედა.
სულის ლხენად დაგედები,
მთვარეს ვასვენებ ბანზედა,
შენ სიყვარულად ვიღვრები,
ზედ რომ მედები ტანზედა.

No comments: